logo_geo
eng_logo
რა იცვლება ქვეყნის მთავარ დოკუმენტში?
- +

22 აპრილი. 2017. 14:15




საკონსტიტუციო კომისია მუშაობის დასკვნით ფაზაში გადავიდა. პრეზიდენტის არჩევის წესი, მოსამართლეების დანიშვნის წესი - თუ რა იცვლება კონსტიტუციაში, ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი გიორგი გოცირიძე „კვირის პალიტრას" ესაუბრა და მოსამართლეების დანიშვნის წესის შესახებ განმარტება გააკეთა.


„არსებული კანონმდებლობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს პარლამენტი არანაკლებ 10 წლის ვადით, საკონსტიტუციო კომისიაში არსებული პროექტის მიხედვით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი", - აღნიშნავს გოცირიძე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner