logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ჩვენი ტრადიციული ღირებულებები გაცილებით ადრე მოიშალა…
- +

22 აპრილი. 2017. 14:18


 

 

„რუსეთი ადამიანთა უმრავლესობის მიერ მტრად იყო აღქმული, ამიტომ მის შემოთავაზებულს შინაგანი წინააღმდეგობით ხვდებოდნენ", - განაცხადა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას.

 

„თითოეულ ჩვენგანს ესა თუ ის სურვილი, უნარი, მიდრეკილება, ჩვევა მარტო იმით არ უყალიბდება, რას გვავარჯიშებენ სკოლაში ან სახლში. ამას საკმაოდ მნიშვნელოვანი დოზით აყალიბებს  კულტურა, კულტურა კი ცვალებადია. იმისდა მიხედვით იცვლება, თუ რამდენად მტკიცეა მისი სტანდარტები: ერთ პერიოდში ერთი სტანდარტია, მეორეში - მეორე, მესამეში - მესამე და ასე შემდეგ. დღეს, ზოგადად, ქართული კულტურის დასუსტებული ვარიანტია, რაც ტიპურია გარდამავალი პერიოდისთვის, მით უმეტეს, რომ ჩვენ ჩვეულებრივი გარდამავალი პერიოდი არ გვაქვს. ტრადიციული კულტურისგან საუკუნეები გვაშორებს, ანუ ტრადიციული ღირებულებები გაცილებით ადრე მოიშალა, ვიდრე კომუნისტური ეპოქა დაიწყებოდა; ჯერ კიდევ მონღოლების მიერ საქართველოს დაშლით. ამას მოჰყვა თემურლენგი, სპარსეთი, ოსმალეთი და საბოლოოD 200-წლიანი დაღი დაასვა რუსეთმა ცხოვრების ქართულ წესს. საბედნიეროდ, რუსეთი ადამიანთა უმრავლესობის მიერ მტრად იყო აღქმული, ამიტომ მის შემოთავაზებულს შინაგანი წინააღმდეგობით ხვდებოდნენ. თუმცა საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო ეკლესიაში სიარული, ჩუმად მაინც ყველა დადიოდა და ასეთი მაგალითი ბევრია. ანუ ცდილობდნენ, რაღაც შეენახათ, ოღონდ რა თქმა უნდა, ყველა კულტურული ნიუანსის შენახვა შეუძლებელია, იმიტომ რომ, ასეთი ნიუანსები ძალიან ხშირად არ ცნობიერდება" , - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner