აშშ-ის მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, მოკლულია ტერორისტი აბდურაჰმან უზბეკი, რომელიც, პენტაგონის მტკიცებით, ტერორორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს" ლიდერ აბუ ბაქრ ალ ბაღდადთან დაახლოებული პირი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „The Guradian" ავრცელებს.
პენტაგონში აცხადებენ, რომ აბდურაჰმანი მონაწილეობდა 1 იანვარს სტამბოლის ღამის კლუბზე თავდასხმაში, რის შედეგადაც 39 ადამიანი დაიღუპა.