logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ყველა დისკომფორტის მთავრობასთან დაკავშირება, ალბათ, ერთგვარი ტრადიციაა
- +

22 აპრილი. 2017. 15:17


 

„შესაძლოა, ამ საყოველთაო კრიტიკამ მიგვიყვანოს დემოკრატიულ საზოგადოებამდე და ავტორიტარიზმისგან დაგვიცვას", - განაცხადა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ ჟურნალ „თბილისელებთან" საუბრისას.

 

„ყველა დისკომფორტის მთავრობასთან დაკავშირება, ალბათ, ერთგვარი ტრადიციაა. არცთუ იშვიათად მთავრობის მიმართ უნდობლობაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ყველაფერს აკრიტიკებ, მიუხედავად იმისა, პეპელა გაფრინდება თუ მოფრინდება. ამდენად, ამ დამოკიდებულების შორეულ მომავალში შემცირება იმაზეცაა დამოკიდებული, მოახერხებს თუ არა მთავრობა, იმ დონემდე მიიყვანოს თავისი ავტორიტეტი, მისი გადაწყვეტილება არ იყოს ირაციონალური კრიტიკის საგანი. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც დანარჩენებისთვის კანონია, რასაც მთავრობა იტყვის. ვგულისხმობ ავტორიტარულ ქვეყნებს. ამდენად, კრიტიკულობა მთავრობის მიმართ დადებითი მოვლენაა, რადგან შესაძლოა, ამ საყოველთაო კრიტიკამ მიგვიყვანოს დემოკრატიულ საზოგადოებამდე და ავტორიტარიზმისგან დაგვიცვას", - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner