logo_geo
eng_logo
ილო ბეროშვილი: პატრიარქის ხმის გაგონებაზე მთელი სხეული მიკანკალებდა, ცრემლები მომდიოდა...
- +

22 აპრილი. 2017. 15:50


 

 

 

„დიდი სინანულით ვუთხარი, ფეხბურთელობა მინდოდა და ვნანობ, რომ არ გამომივიდა-მეთქი", - განაცხადა შოუმენმა და მსახიობმა ილო ბეროშვილმა  ჟურნალ „გზასთან" საუბრისას.



„პატრიარქს შევხვდი ჩემი მეგობრის, სასულიერო პირის (მამა გურამი) დახმარებით და იმ დღის შემდგომ ჩემში საოცარმა სიმშვიდემ დაისადგურა. შეხვედრა 3 საათამდე გაგრძელდა. 12 წლის რომ ვიყავი, მაშინ შევნიშნე, პატრიარქის ხმის გაგონებაზე მთელი სხეული მიკანკალებდა, ცრემლები მომდიოდა და ეს ამბავი ახლობლებმა იცოდნენ. როდესაც გურამს ეს ვუთხარი, ჩვენი შეხვედრის ორგანიზებაზე იზრუნა. სულ მჯეროდა, პატრიარქს ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევხვდებოდი. დავინახე თუ არა, ისევ კანკალი დამეწყო. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მე ჩუმად ვიყავი, პატრიარქი ლაპარაკობდა...თავადაც შემატყო ღელვა, შფოთი... ისეთი ძალით და ენერგიით ამავსო, რომ იმ ადამიანის მდგომარეობას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. სხვაგვარად დავიწყე ფიქრი. პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, სულ მაქვს განცდა, რომ მან ჩემში ჩადო სიკეთის თესლი, რომელიც სულ უფრო და უფრო ღვივდება და აქამდე ამაზე ასე ვრცლად, საჯაროდ არც მილაპარაკია. მკითხა, იცი, შენი სახელი „ილია" რას ნიშნავსო? არ ვიცოდი. ილია ერთადერთი სახელია, რომელშიც ღმერთი ორჯერ არის ნახსენები და ნიშნავს: „ღმერთი არის უფალი ჩემი". დიდი სინანულით ვუთხარი, ფეხბურთელობა მინდოდა და ვნანობ, რომ არ გამომივიდა-მეთქი. ავუხსენი, რომ ყველაზე მშვიდი მაშინ ვიყავი, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, გოლის გატანაც დიდი სიხარული იყო-მეთქი. გაეცინა და მითხრა, - არ იცი, უფალს შენზე სხვა რა გეგმები აქვსო. მნიშნველოვანი იყო მისი ყოველი სიტყვა და ის ენერგეტიკა, რომელიც გადმომცა.მასთან საოცარი მცენარეები ხარობენ, შემდეგ ტრაპეზზე გადამიპატიჟა. ხომ არის მომენტი, როცა ადამიანისგან სითბოს იგრძნობ და სულ სხვაა, როცა ადამიანისგან სასიცოცხლო წყაროს შეიგრძნობ. დიდი ძალის მქონე სიკეთე და ის სიმშვიდე, რომელიც მისგან ვიგრძენი, ბავშვობის მერე აღარ მქონდა ნაგრძნობი. ყველანაირი შიში სადღაც გაქრა. ადამიანებს ხომ ბევრი შიში გვაქვს..." - აღნიშნა ილო ბეროშვილმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner