logo_geo
eng_logo
ოზურგეთში, შესაძლოა, თანამედროვე ტიპის გასართობი და დასასვენებელი პარკის მოეწყოს
- +

22 აპრილი. 2017. 16:12



ლიტველი ბიზნესმენები ქალაქ ოზურგეთში თანამედროვე ტიპის გასართობი და დასასვენებელი პარკის მოწყობის შესაძლებლობას სწავლობენ და სამუშაო შეხვედრებს მართავენ.


ამ მიზნით დღეს ინვესტორები გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს და ქალაქ ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს შეხვდნენ.


შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

„ჩადებს თუ არა ლიტვური მხარე ინვესტიციას ოზურგეთში ექადიის პარკის განვითარებაში, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ისინი მოგვიანებით მიიღებენ. გუბერნიის ინიციატივით, ქალაქ ალიტუსში მდებარე ანალოგიური პარკის დამფუძნებლებთან გაიმართა კონსულტაცია, რის შემდეგადაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ადგილზე ენახათ სიტუაცია და შეედგინათ განვითარების კონცეფცია. ჩვენ ინვესტორთა ჯგუფს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ",- აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა.


შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე გია ებრალიძე და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ.


Description: https://fb-s-b-a.akamaihd.net/h-ak-xap1/v/t34.0-12/18052933_1507931129271138_1039211624_n.jpg?oh=2ab46198ec983be17902b6975c6a64e8&oe=58FD514A&__gda__=1493009198_cce1e7c7a4f4991dac13cdbda3fa5cb8


Description: https://scontent-otp1-1.xx.fbcdn.net/v/t35.0-12/18083691_1507931185937799_481237744_o.jpg?oh=9b18825d3dc404ead19f174633c7fbb5&oe=58FD4A6E


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner