საფრანგეთში ხვალ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობს.
გამოკითხვების მიხედვით, 23 %-იანი მხარდაჭერა აქვს პარტია „En Marche"-ის ლიდერ ემანუილ მაკრონის. 22-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს „ეროვნული ფრონტის" ლიდერ მარინ ლე პენს, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას და მიგრაციის აკრძალვას აპირებს. 19-19-პროცენტიანი - რესპუბლიკელ ფრანსუა ფიიონს და პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის" ლიდერ ჟან-ლიუკ მელანშონს.
საპრეზიდენტო არჩევნები 2 ტურად, 23 აპრილს და 7 მაისს ჩატარდება.