logo_geo
eng_logo
დიმიტრის ავრამოპულოსი საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერას უცხადებს
- +

2 აპრილი. 2016. 12:59


ევროკომისარი მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხები, დიმიტრის ავრამოპულოსი, საქართველოს, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს.


ამის შესახებ ევროკომისარმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას აღნიშნა.


საქართველომ, რომელმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა წინაპირობა შეასრულა, საუკეთესო მაგალითი მისცა რეგიონის ქვეყნებს და განაგრძობს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა ევროკომისარმა.


პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ევროკომისიის ანგარიშის შესახებაც ისაუბრეს, რომელშიც საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული. ამის გარდა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი საკითხი განიხილეს.


პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება უახლოეს თვეებში და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.


გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარს ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის შესახებ, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს.


შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner