logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია მხარს უჭერს ლარიზაციის სამთავრობო გეგმას
- +

22 აპრილი. 2017. 18:22



„საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) გააძლიერებს ისეთი მიმართულებების დაფინანსებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ტურიზმი, საფინანსო სექტორი", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა  მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტ დიმიტრის ციცირაგოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.


პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის აღნიშნული სექტორების ლარში დაფინანსებისთვისა და ქვეყნის მთავრობის ლარიზაციის გეგმის მხარდასაჭერად, ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვებას განიხილავს.


დღემდე, კორპორაციას საქართველოს კერძო სექტორში, 59 პროექტში 1,64 მლრდ აშშ დოლარი აქვს ინვესტირებული.


საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner