რესპუბლიკული პარტიის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ გოგი თოფაძემ ადამიანობის ყველა წესი დაარღვია და მის ადგილს ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში ვერ ხედავს.
„მე მას არ ვაკადრებ იმას, რაც ეკუთვნის. მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება, რაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე მისი ბედი არ მაღელვებს, რადგან მე ვერ ვხედავ მას ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში, რადგან მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი. არ ვიცი, ვისი თხოვნით, ვისი დავალებით", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
იხილეთ გოგი თოფაძის განცხადება: http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=407