logo_geo
eng_logo
გაერო-სთან აკრედიტებულმა ელჩებმა საქართველოში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასეს
- +

2 აპრილი. 2016. 13:10


გაერო-ს დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ორმხრივი  ურთიერთობების

განვითარების პერსპექტივები განიხილა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გაერო-სთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან სამუშაო ვახშამზე.


მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრისას გაერო-სთან აკრედიტებულმა ელჩებმა საქართველოში განხორციელებული ვიზიტი შეაჯამეს. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი.


გაერო-სთან აკრედიტებული ელჩების ვიზიტი საქართველოში 2016 წლის 28 მარტს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში უცხოელმა დიპლომატებმა შეხვედრები გამართეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. გამართეს არაფორმალური შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან.  ასევე ეწვივნენ საოკუპაციო ხაზს სოფელ დიდ ხურვალეთში და იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებას წეროვანში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner