ტელეკომპანია BFM-TV-ის ინფორმაციით, პარიზის პოლიციამ საფრანგეთის დედაქალაქის ჩრდილოეთის სადგურში დანით შეიარაღებული მამაკაცი დააკავა. არსებული ინფომრაციით, მამაკაცი საპატრული ჯგუფს უახლოვდებოდა.
მომხდარის გამო, რკინიგზის სადგურზე პანიკა იყო - მგზავრების ნაწილმა საკუთარი ნივთები მიატოვა და ტერიტორიას გაეცალა.
შემთხევის ადგილზე კინოლოგების ჯგუფი მუშაობს.