პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ძიუდოს ევროპირველობაზე, მძიმეწონოსანთა შორის, +100 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ შერკინებაში ერთმანეთს ორი ქართველი ადამ ოქრუაშვილი და გურამ თუშიშვილი დაუპირისპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში ჰოლანდიელი როი მეიერი დაამარცხა,
ადამ ოქრუაშვილმა კი ნახევარფინალში პოლონელ სარნაკს სძლია.