ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ მოჭადრაკე ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
sportall.ge-ის ინფორმაციით, საქართველოს ნომერ პირველი მოჭადრაკე დღეს გამართულ მე-11 ტურის შეხვედრაში რუს ნატალია პოგონინას შეხვდა და პარტია საყაიმო ანგარიშით დაასრულა, რის შემდეგაც ნანა ძაგნიძემ 8,5 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევარი ალექსანდრა გორიაჩკინა ნახევარი ქულით ჩამოიტოვა.
ჩემპიონატზე გადამწყვეტი მე-10 ტური გამოდგა, რომელშიც ძაგნიძემ პოლონელი მონიკა სოცკო დაამარცხა და მთავარ კონკურენტს, რუს ალექსანდრა გორიაჩკინას ნახევარი ქულით გაუსწრო.