პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ბექა ღვინიაშვილმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ჩემპიონატზე ასევე მძიმე წონით კატეგორიაში გამართულ ფინალში ერთმანეთს ადამ ოქრუაშვილი გურამ თუშიშვილს დაუპირისპირდებიან.
მედლის გარეშე დასრულდა ვალერი ლიპარტელიანისა (-100) და ელენე ქებაძის (+78) გამოსვლა.
ჩემპიონატი ხვალ გუნდური შეჯიბრით დასრულდება.