პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.
თუშიშვილმა ფინალურ შეხვედრაში ადამ ოქრუაშვილი დაამარცხა.
დღეს ვარშავაში მედლები ვაჟთა შორის -90, -100 და +100 კგ წონით კატეგორიებში, ხოლო ქალებში -78 და +78 კგ-ში გათამაშდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 23 აპრილს, გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.