გამოცემა РИА-ს ინფორმაციით, აშშ-ის 32-ე პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის ძეგლი დღეს იალტაში გახნეს. ქალაქის მერი ანდრეი როსტენკო აცხადებს, რომ ბიუსტი „მეოცე საუკუნეში, ფრანკლინ რუზველტის მშვიდობის დამყარების მიღწევებს ეძღვნება".
„მე ამ იდეას მხარი დავუჭირე და მიზნად ვისახავ რუზველტის მთლიანი ქუჩა, სეირნობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ადგილად ვაქციო", - განაცხადა ანდრეი როსტენკომ.
ამერიკელი ლიდერის ბიუსტი, თითქმის ნახევარი საუკუნის წინ მოქანდაკე კონსტანტინ კოშკინმა შექმნა. მან ქანდაკება ლივადის სასახლეს გადასცა, სადაც 1945 წელს ერთმანეთს სსრკ-ის ლიდერი იოსებ სტალინი, აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი შეხვდნენ.