logo_geo
eng_logo
ემზარ ჯგერენაია: ეკონომიკური ზრდის 4%-იანი მაჩვენებელი წლის ბოლომდე შენარჩუნდება
- +

22 აპრილი. 2017. 23:49


ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ „რეპორტიორთან" საუბარში განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის 4%-იანი მაჩვენებელი 2017 წლის ბოლომდე შენარჩუნდება. 


„სავალუტო ფონდთან მიმართებით საქართველომ ნაბიჯი გადადგა. ჩამოყალიბდა მკაცრად განსაზღვრული ჩარჩოები იმის შესახებ, თუ რა უნდა გავაკეთოთ და რამდენ ხანში. ამან საშუალება მოგვცა, რომ გავაუმჯობესოთ ფისკალური და მონეტარული ნაწილი.

 

არ ვამბობ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, თუმცა შენარჩუნდება. თუ 4%-იანი ზრდა შენარჩუნდა წლის ბოლომდე, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი იქნება, რა თქმა უნდა, არასაკმარისი, მაგრამ კარგი. მაისის თვეში ველოდებით, რომ სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ გადახედავს თავის პროგნოზს, თუმცა, ის მაჩვენებელი, რაც დღეს არის, ანუ 4%, საკმაოდ დადებითი მაჩვენებელია რეგიონშიც და, მემგონი, მსოფლიოშიც", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner