The Guradian-ის ინფორმაციით, ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დიდ ბრიტანეთში პერგამენტზე შესრულებული აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მეორე ასლი იპოვეს.
დოკუმენტი ინგლისური ქალაქის ჩიჩესტერის სახელმწიფო არქივში იპოვეს. ხელნაწერი დეკლარაცია დაახლოებით 1780-იან წლებში, ნიუ-ორკში ან ფილადელფიაში შეიქმნა.
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი თავდაპირველად შოტლანდიელ იურისტ ჯეიმს უილსონს ეკუთვნოდა, რომელიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ხელმომწერია. ის იყო ასევე ერთ-ერთი ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან, რომელიც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა დანიშნა.
პირველი ასლი აშშ-ის ეროვნულ არქივში ინახება. მეორე ასლი ზომით პირველის ტოლია, თუმცა მისგან განსხვავებით, ტექსტი მასზე არა ვერტიკალურად, არამედ ჰორიზონტალურადაა დატანილი. იმავდროულად, თუკი პირველ ასლში ხელმომწერები შტატების მიხედვით არიან დაჯგუფებულები, ახლადაღმოჩენილ ვერსიაში მათი გვარები არეულია.
ბრიტანეთისგან ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წლის 4 ივლისს მიიღეს. ეს თარიღი ამერიკის სუვერენული სახელმწიფოს დაბადების დღედ ითვლება. 4 ივლისს ამერიკელები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.