ავტორი მარიამ პაიჭაძე
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია „რეპორტიორთან" საუბარში თურქეთში ჩატარებულ რეფერენდუმს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მეზობელ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ქართველების სამუშაო ადგილებზე გავლენას არ მოახდენს.
„თურქეთი, ერთი შეხედვით, აშკარად დიქტატურისკენ მიდის, მაგრამ, მეორე მხრივ, მას ჰქონდა შიდა პრობლემები, რასაც მთავრობამ ერთიანი ან, თუნდაც ნახევრად დიქტატორული რეჟიმი დაუპირისპირა.
არამგონია, თურქეთის მიმდინარე პროცესებმა ცუდი გავლენა იქონიოს ქართველების სამუშაო ადგილებზე, თურქ ერს საკმაოდ დადებითი ურთიერთობა აქვს ქართველებთან. არც იმ სავაჭრო ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას, რომელიც ჩვენსა და თურქეთს შორის არსებობს. მგონი, პირიქით მოხდება და თურქეთი ბევრად წყნარი და მშვიდი ქვეყანა გახდება", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.