ნიუ-იორკში, საფრანგეთის საკონსულოსთან აღმოჩენილი საეჭვო ავტომობილის გამო, ხალხის ევაკუაცია მოხდა. საკონსულოში კი ხმის მიცემის პროცედურა ნახევარი საათით შეწყდა.
პროცედურის შეწყვეტის ფაქტი საკონსულომ Twitter-ზე დაადასტურა. თუმცა მალევე გენერალურმა კონსულმა ან-კლერ ლეჟანდრმა, ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ ცრუ განგაში იყო და ხმის მიცემის პროცედურა აღდგენილია.
შაბათს, შეერთებულ შტატებსა და კანადაში საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის უცხოური უბნები გაიხსნა.
დღეს 23 აპრილს, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური იმართება. მეორე ტური 7 მაისს არის დაგეგმილი.