logo_geo
eng_logo
საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
- +

23 აპრილი. 2017. 12:17



დღეს საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 66 546 საარჩევნო უბანი გაიხსნა.


ფრანგები არჩევანს 11 კანდიდატს შორის გააკეთებენ.


საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე. საფრანგეთში და ზღვისიქითა ტერიტორიებზე ოფიციალურად 46,67 მილიონი ამომრჩეველია დარეგისტრირებული, საზღვარგარეთ მცხოვრებ ფრანგებს შორის კი - 1,3 მილიონი ამომრჩეველი. არჩევნების პირველი შედეგები ცნობილი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათის შემდეგ გახდება.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 11 კანდიდატი იღებს მონაწილეობას: პარტია „აღსდექ, საფრანგეთოს" ლიდერი ნიკოლა დიუპონ-ენიანი, „ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი, პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი, მმართველი „სოციალისტური პარტიის" კანდიდატი ბენუა ამონი, უკიდურესად მემარცხენე პარტია „მუშათა ბრძოლის" პარტიის კანდიდატი ნატალი არტო, „ახალი ანტიკაპიტალისტური პარტიის" ლიდერი ფილიპ პუტუ, „სოლიდარობისა და პროგრესის" პარტიის დამფუძნებელი ჟაკ შემინადი, ცენტრისტი დეპუტატი ჟან ლასალი, უკიდურესი მემარცხენეების წარმომადგენელი ჟან-ლუკ მელანშონი და „რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიიონი.


საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დღეს, 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner