logo_geo
eng_logo
შსს-ს ძიუდოს კლუბის სპორტსმენები ევროპის ჩემპიონები გახდნენ
- +

23 აპრილი. 2017. 13:10



2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება ძიუდოში, ქალაქ ვარშავაში საქართველოს ჰიმნით დაიხურა.


შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებმა - გურამ თუშიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტების ტიტული მოიპოვეს. წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. გურამ თუშიშვილი - ოქროს, ხოლო ადამ ოქრუაშვილი - ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.


შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენები, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაზეც იასპარეზებენ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი" 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა.


შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. შსს-ს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner