logo_geo
eng_logo
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
- +

23 აპრილი. 2017. 13:18



ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. როგორც რაიონის გამგეობის პრესსამსახურში განმატავენ, ზარალი მიადგა დაბა ჯვარს, ასევე, სოფლებს ჭალე, მუჟავასა და ჩქვალერს.


ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა, დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები და ელექტროგადამცემი ხაზები.


სტიქიის ზონაში შესაბამისმა კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner