„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ „პანორამას" ეთერში იმაზე ისაუბრა, თუ რა თამაშს თამაშობს სააკაშვილი ტრამპთან.
„სააკაშვილის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ ჩემი მკაფიო წარმოდგენა მაქვს. ძალიან საეჭვოა მისი საერთაშორისო იდეები, თუმცა ერთი რამ ნათელია, სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს ტრამპის ყურადღების არეალში მოხვედრას. ის შეეცადა პრორუსული შლეიფის განეიტრალებას, რომელიც ტრამპს ამერიკელმა დემოკრატებმა აჰკიდეს. ვერ გეტყვით, შეამჩნევს თუ არა ტრამპი სააკაშვილს, მაგრამ საქართველოში ყოფნისას, ტრამპის განცხადება, მხოლოდ იმით იყო გამოწვეული, რომ მას საკმაოდ სოლიდური თანხა გადაუხადეს, რათა ბათუმში ერთ-ერთ მშენებარე ობიექტს ტრამპის სახელი მინიჭებოდა", - განაცხადა გოგავამ.