„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ თოქ-შოუ „პანორამაში" სააკაშვილის წამყვანობაზე ისაუბრა.
„სააკაშვილის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ბრძოლის საშუალება მისი მედიაში არგამოჩენაა. ეს პოროშენკოს ხელისუფლებამ კარგად შეაფასა და მიხვდა, ამიტომ, უბრალოდ, აკრძალეს და ეროვნულ არხებზე ლიმიტირებულად უშვებენ.
ის არხი კი, სადაც მან მოღვაწეობა დაიწყო, ეკუთვნის ოლიგარქ დიმინსკის, რომლის ქონებაც დაახლოებით 2 მილიარდად არის შეფასებული. დიმინსკი უკრაინის ჩვეულებრივი ოლიგარქია, რომელმაც ალიანსი დაამყარა სააკაშვილთან. მას ურთიერთობა ჰქონდა იანუკოვიჩთან, თუმცა მისი გაქცევის შემდეგ ბანაკი დაიქსაქსა, ახლა კი ახალი ბანაკის ფორმირება მიდის", - განაცხადა ირაკლი გოგავამ.