საფრანგეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე უსაფრთხოებას 50 000 პოლიციელი და 7 000 სამხედრო იცავს. არჩევნები 66 546 უბანზე ტარდება. თითოეულ უბანს პოლიციის მობილური ჯგუფები იცავს.
უსაფრთოხების ზომები ქვეყანაში მას შემდეგ გამკაცრდა, რაც არჩევნების პირველ ტურამდე სამი დღით ადრე პარიზში, შანზ-ელიზეზე პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატიას ფეკლის განცხადებით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხე მაქსიმალურ დონეზეა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.