ლესტერში, „WBO"-ს (World Boxing Organization) ორგანიზებით, საშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა გაიმართა.
ქართველი ავთანდილ ხურციძე, ბრიტანელ ტომი ლანგფორდს დაუპირისპირდა. 5 რაუნდიანი ბრძოლა, ხურციძის სრული უპირატესობით წარიმართა.
ლესტერში, ბრიტანელი მოკრივის დამარცხების შემდეგ, ავთანდილ ხურციძემ „WBO"-ს ვერსიით, საშუალო წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამარი მიიღო.