საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველმა საკუთარი არჩევანი ნიკოლა დიუპონ-ენიანმა გააკეთა.
ის ქალაქ იერესში მდებარე საარჩევნო უბანს ეწვია, რომლის მერიც 1995 წლიდან არის.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ამომრჩეველთა ხმების 1,79% მიიღო.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.