logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ერდოღანი ცდილობს გაიხანგრძლივოს თურქეთის სათავეში ყოფნა
- +

23 აპრილი. 2017. 15:21



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ „ბიზნესკოდში" თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შესახებ ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა სახელმწიფო რესპუბლიკად გამოცხადდა.


„საკონსტიტუციო რეფორმები, რომელიც გულისხმობს თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გამოცხადებას, ჯერ კიდევ 2005 წელს იყო ინიცირებული. ეს მოხდა ერდოღანის მმართველობის გარიჟრაჟზე, თუმცა მაშინ ამის აუცილებლობა მის პოლიტიკურ ელიტას არ ჰქონდა. ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თურქეთში შეიარაღებული ამბოხის მცდელობა იყო. არმიამ სცადა სამხედრო გადატრიალება, რასაც მოჰყვა ფეთჰულა გიულენის მომხრეების ტოტალური წმენდა თურქეთში. ასი ათას ადამიანზე მეტი იყო დაკავებული და დაკითხული, ზოგი ჯერ კიდევ ციხეში ზის, ანუ თურქეთში აბსოლუტური პოლიტიკური წმენდა მოხდა. ერდოღანი ძალიან დიდი ხანია ქვეყნის სათავეშია, ამიტომაც ფიქრობს, რომ სამომავლოდ თავისი ბერკეტები უნდა გააძლიეროს. ის ცდილობს მინიმუმ ორი საპრეზიდენტო ვადით გაიხანგრძლივოს თურქეთის სათავეში ყოფნა.

 

თურქეთი ჩქარი ნაბიჯებით ავტორიტარიზმისკენ  მიემართება, რა თქმა უნდა, დემოკრატია ამ ყველაფრით იზარალებს. მეორე მხრივ კი, თუ ერდოღანს ქმედითი რეფორმები აქვს ჩაფიქრებული, ამას ძალაუფლების კონცენტრაცია სჭირდება", - აცხადებს გოგავა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner