დიდი ბრიტანეთის „დამოუკიდებლობის პარტია" მუსლიმი ქალებისთვის თავშეყრის ადგილებში ტრადიციული სამოსის ტარების აკრძალვის ინიციატივით გამოდის. UKIP გეგმავს მოთხოვნა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ძირითად იდეად აქციოს.
ორშაბათს პარტიის ლიდერი პოლ ნატოლი ახალ წინასაარჩევნო პროგრამას გამოაქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შარიათის კანონების აკრძალვაც იქნება.
გარდა ამისა „დამოუკიდებლობის პარტია" გამოდის კანონის შემოღების ინიციატივით, რომელიც ბრიტანეთის მოსახლეობას დაავალდებულებს, პოლიციაში განაცხადოს ქალების წინადაცვეთის შემთხვევების შესახებ, თუკი მსგავს ფაქტზე ინფორმაცია ექნება.
პარტიის ყოფილი ლიდერი ნაიჯელ ფარეჯი, მუსლიმი ქალებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტრადიციული სამოსის აკრძალვით ჯერ კიდევ 2010 წელს გამოვიდა, თუმცა მაშინ პარტიის წევრებმა მას მხარი არ დაუჭირეს და წინადადება წინასაარჩევნო პროგრამაში არ შეიტანეს.