logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: ევროკავშირმა თურქეთი მოატყუა და...
- +

23 აპრილი. 2017. 16:03



„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ „ბიზნესკოდში" თურქეთის საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა.


როგორც გოგავა აცხადებს, მსგავსმა რეფორმამ შეიძლება ეკონომიკური კრიზისი გამოიწვიოს, რაც თავისებურ გავლენას მოახდენს საქართველოზე.


„თურქეთი უკვე დიდი ხანია NATO-ს წევრია, მას დიდი ხანია ევროკავშირის წევრობა სურს. 54 წლის წინ ასოცირების შეთანხმების დაიდო ევროკავშირსა და თურქეთს შორის, თუმცა, მარტივად რომ ვთქვათ ევროკავშირმა თურქეთი მოატყუა და თურქეთმა ნათლად დაინახა, რომ ბრიუსელი ევროკავშირში მის მიღებას არ აპირებს. ეს გამოწვეულია კულტურული, მენტალური, რელიგიური, დემოგრაფიული და სხვა საკითხებით, რომელიც ევროპას აღიზიანებს, აფრთხობს, ამიტომ უახლოეს მომავალში თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თურქეთმა სხვა გზა უნდა იპოვოს.

 

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთვის თურქეთი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, მიმდინარე პროცესები კი ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს. თურქული საზოგადოების პროგრესული ნაწილი ამ ავტორიტარიზმის მომხრე არ არის, აღნიშნული ძვრები ეკონომიკის დაწევას, ქვეყნიდან ბევრი კაპიტალის გადინებას გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებს, აქ ჩვენი ქვეყნისთვის ორი ვარიანტი შეიძლება იყოს, ან თურქეთიდან გამოქცეულმა ბიზნესმენებმა საქართველოში ჩადონ ფული, ან ისინი წავლენ სადმე სხვაგან და აქაურობას პირიქით, ინვესტიციები მოაკლდება. მეორე, ის ქართველები, ვინც თურქეთში მუშაობენ, თუ ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა იქნება, ცხადია, გზავნილები შემცირდება. თურქეთის ეკონომიკურ კრიზსს საქართველოზე აუცილებლად ექნება გავლენა", - ამბობს გოგავა.




 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner