logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნების“ დეპუტატის სამველ მანუკიანის ავტომობილს ღამით ცეცხლი წაუკიდეს
- +

23 აპრილი. 2017. 16:09



ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს ღამით ცეცხლი წაუკიდეს.


ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.


არსებული ინფორმაციით, დეპუტატი მომხდარის მის საქმიანობასთან კავშირს არ გამორიცხავს.






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner