logo_geo
eng_logo
საფრანგეთში ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ამომრჩევლების ევაკუირება მოხდა
- +

23 აპრილი. 2017. 16:55



საფრანგეთში, ქალაქ ბეზანსონში მდებარე ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ამომრჩევლების ევაკუირება მოხდა საეჭვო მანქანის გამო, რომელიც საარჩევნო უბანთან იდგა.


არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, საარჩევნო უბანთან იყო დატოვებული მუშა მდგომარეობაში.


„პირებს, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ, ეძებენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადეს სამართალდამცავ უწყებაში.


მანქანის შემოწმების შემდეგ არაფერი სახიფათო არ აღმოჩნდა და ხმის მიცემის პროცესი განახლდა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner