საფრანგეთში, ქალაქ ბეზანსონში მდებარე ერთ-ერთი საარჩევნო უბნიდან ამომრჩევლების ევაკუირება მოხდა საეჭვო მანქანის გამო, რომელიც საარჩევნო უბანთან იდგა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული, საარჩევნო უბანთან იყო დატოვებული მუშა მდგომარეობაში.
„პირებს, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ, ეძებენ. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადეს სამართალდამცავ უწყებაში.
მანქანის შემოწმების შემდეგ არაფერი სახიფათო არ აღმოჩნდა და ხმის მიცემის პროცესი განახლდა.