logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი: გული მტკივა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების სიაში არ ვარ
- +

23 აპრილი. 2017. 17:39



საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა წუხილი გამოთქვა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის.


„გული მტკივა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების სიაში არ ვარ, მაგრამ სხვებს უნდა მისცე გზა. არ არის საჭირო ნოსტალგიით ცხოვრება. იმედის გრძნობით უნდა იცხოვრო", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.


ტერორისტულ საფრთხესთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უსაფრთხოებისთვის ყველა ზომაა მიღებული".


„საუკეთესო პასუხი, რაც შეიძლება ფრანგებმა გასცენ არის ის, რომ აჩვენონ, რომ დემოკრატია ყველაფერზე ძლიერია", - დასძინა ფრანსუა ოლანდმა.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner