საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტულიც დაიცვა. ფინალამდე ქართველებმა გუნდურ შეჯიბრებაში იტალია, სერბეთი და უკრაინა დაამარცხეს.
პირველი საჭიდაოდ ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა. შეხვედრის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და დაპირისპირება ოქროს ქულამდე გაგრძელდა, რომელიც საბოლოო მარგველაშვილმა მოიპოვა და საქართველო დააწინაურა - 1:0.
მეორე შეხვედრა ლაშა შავდათუაშვილმა (73) იპონით დათმო - 1:1.
მესამე საჭიდაოდ ზებედა რეხვიაშვილი (81) გავიდა, რომელიც ასევე დამარცხდა. ოქროს ქულისთვის ბრძოლაში რუსმა პირველად აუღო ქულა და რუსეთი დაწიანურდა - 1:2.
მეოთხე ბექა ღვინიაშვილი (90) გამოვიდა და ანგარიში გაათანბრა - 2:2. ღვინიაშვილმა მეტოქე ვაზარზე დააგდო, შემდეგ შებოჭა და სასურველი გამარჯვებაც მოიპოვა.
ბოლო საჭიდაოდ ევროპის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100) გავიდა, მეტოქე იპონზე დააგდო და საქართველოს გამარჯვება მოუტანა - 3:2.