logo_geo
eng_logo
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება
- +

23 აპრილი. 2017. 22:50


 

პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი იმარჯვებს. მას ამომრჩეველთა ხმების 23,7 % აქვს.


მეორე ადგილზე ამომრჩეველთა ხმების 22%-ით „ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენია. „რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ამომრჩეველთა ხმების 19,5%-ით მესამე ადგილზეა ჟან-ლიუკ მელანშონთან ერთად.


საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები - პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.


საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ.


საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner