logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: ძალიან სასაცილოდ ისმის აგრესიული ლიბერალების შეძახილები იმის შესახებ, რომ...
- +

23 აპრილი. 2017. 23:45



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ძალიან სასაცილოდ ისმის აგრესიული ლიბერალების შეძახილები იმის შესახებ, რომ ტრამპის და მარი ლეპენის საარჩევნო კომპანიები რუსეთის სრული კონტროლისა და გავლენის ქვეშ მიმდინარეობდა.

 

კლინტონისტების ეს მოსაზრება სრული აბსურდია, რადგანაც ტრამპი ამერიკელია! ნამდვილი ამერიკელი, რომელიც საკუთარ სამშობლოზე, მის მომავალზე და თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე ფიქრობს.

 

მარი ლეპენიც არ არის ტაჯიკეთის პრეზიდენტობის კანდიდატი და ფრანგი ხალხი თავიანთი მენტალობით, სამშობლოს სიყვარულით, მარტო დიუმას ნაწარმოებებიდან არ გვსმენია.

 

და საერთოდ, მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებში პრეზიდენტის არჩევნების პროცესის წარმოჩენა, როგორც რუსეთის გავლენისა და პროპაგანდის გაძიერება, არის სრული სისულელე, რადგანაც:

 

1. ბრექსიტი - გადაწყვეტილება მიიღო მოსახლეობამ, რომელთა ასაკი 30 წელზე მეტია.

 

2. ტრამპის არჩევა განაპირობეს 30 წელზე მეტი ასაკის ამერიკელებმა.

 

დარწმუნებული ვარ, რომ თუ იქნება დათვლილი ლეპენის მომხრეთა ასაკობრივი ზღვარი, ისიც 30 წელზე მეტი იქნება.

 

3. სააკაშვილის ექსპერიმენტი - დაღუპეს 30 წელზე ნაკლები ასაკის ჩინოვნიკებმა.

 

ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია და არ მინდა დაკონკრეტება, რათა არ გავანაწყენო ჩემი უმცროსი მეგობრები, მითუმეტეს რომ მუდამ ვუსმენ და ხშირად ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს და ფაქტობრივად მათი ცხოვრებით ვცხოვრობ", - წერს გაბრიჭიძე.





 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner