logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: ყოველდღიურ რეჟიმში წერენ, რომ ჩვენ, ქართველი ჟურნალისტები ვართ მატყუარები...
- +

23 აპრილი. 2017. 23:47



საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

„ძალიან ბევრი პტოფესიონალი და გამოცდილი ჟურნალისტი გახდა ამ ბოლო დროს რაღაც გაურკვეველი წარმოშობის და ფუნქციების მქონე თვითმარქვია მედიაორგანიზაციების, ქარტიების, ჩეკერების თუ ფონდების მხრიდან თავდასხმის და ლაფის სროლის სამიზნე, მათ შორის მეც და თქვენ წარმოვიდგინეთ ამ დეიდა-ბიცოლებს თურმე ყოველ კვირას ვყოლოვარ „პროგრამაში" და უჩემოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ... მე ზუსტად ვიცი ვისი მხრიდანაც ჩაეწოდება ამ ვითომ და მედიაორგანიზაციებს ჩემზე ეს სიბინძურე და პირობას ვდებ რომ ენას ამოვგლეჯ არა მარტო მას, მის მფარველებსაც ძალიან მალე მაგრამ, მოგმართავთ ჩემს კოლეგებს, მართლა პროფესიონალებს, იმ ადამიანებს რომლების ყოფნაც ქართულ ჟურნალუსტიკაში ქმნის ამინდს და ზუსტადაც რომ, თქვენზე უნდა იყოს მომავალი თაობების სწორება როგორც ჟურნალისტიკის მეტრებზე... რას ფიქრობთ და როგორ ვებრძოლოთ ამ სიმახინჯეს, რომელიც დამოკლეს მახვილივით დაეკიდა ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში? დავუშვათ რომ, ერთი ვარიანტია ყურადღება არ მივაქციოთ და „წერონ და იკითხონ" თუმცა მთლად ასე მარტივად არ არის საქმე რადგან, ეს „ბრძენი კინალოკოები" ევროსტრუქტურებს, საერთაშორისო მედია და ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს ყოველდღიურ რეჟიმში წერენ თითქოს და ჩვენ ქართველი ჟურნალისტები ვართ ბნელები, არაპროფესიონალები, მატყუარები და ასე შემდეგ... ნუ კიდევ კარგი რომ, ის სტრუქტურები პირადად მე მიცნობენ და ჩემზე გაგზავნილ ბოდვებზე უბრალოდ ეცინებათ და მირეკავენ ხოლმე „შენმა მეგობრებმა ახალი პასკვილი მოგვაწოდეს შენზეო" მაგრამ, მართლა ცუდია ის რასაც ეს ვითომ და „მედიამეტრები" აკეთებემ ჩვენი სახელის და იმიჯის გასატეხად. ამიტომ გთხოვთ ჩემი ძვირფასო და საყვარელო კოლეგებო, იქნებ რამე საერთო პოზიცია შევიმუშაოთ ამ „შავი ჭირის" მოსაცილებლად? ჩემი მხრიდან გამოწვევა მიღებულია და ომს ვუცხადებ ამ საშინელებას ამიტომ, თუ გვერდით დამიდგებით და ერთად დავდგებით, დავიცავთ და არავის გავათელინებთ ჩვენს პროფესიულ ღირსებას იქნება ძალიან კარგი და აუცილებელი საქმე" , - წერს ფოფხაძე.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner