logo_geo
eng_logo
ფრანსუა ფიიონი: მე მხარს ემანუელ მაკრონს დავუჭერ!
- +

23 აპრილი. 2017. 23:48



„რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ფრანსუა ფიიონმა თავის მხარდამჭერებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის მხარს ემანუელ მაკრონს დაუჭერს.


„ჩემს გზაზე უამრავი დაბრკოლება იყო. მე ვიღებ პასუხისმგებლობას. ეს დამარცხება ჩემია და მხოლოდ მე უნდა ვატარო ამის ტვირთი. ყველას, ვინც მხარი დამიჭირა, მეგობრული მესიჯით მივმართავ.

 

ამასობაში, ჩვენ უნდა ავირჩიოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესია. თავის შეკავება არ არის ჩემს დე-ენ-ემ"-ში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლების კარს ექსტრემიზმია მოახლოებული. შესაბამისად, მე მხარს ემანუელ მაკრონს დავუჭერ. ჩემი ოცნებაა, რომ ჩვენი შვილები თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. ეს იყო ჩემი პროექტი და ოცნება", - დასძინა ფრანსუა ფიიონმა.


წინასწარი მონაცემებით, ფრანსუა ფიიონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადადის. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები - პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან.


საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ.


საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner