საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის პირველი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადებას პარიზში შეტაკებები მოჰყვა. ანტიფაშისტური მოძრაობის წარმომადგენლები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მათ სამართალდამცველებს ბოთლები ესროლეს. პოლიციელებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დემონსტრანტები „ბარიკადების ღამის" ჩატარებას აპირებენ.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი იმ „მასკარადს" აპროტესტებენ, რასაც არჩევნები ქვია. მისი თქმით, ის არც ერთ კანდიდატს არ აღიარებს.
ეზგიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გადავიდნენ. წინასწარი მონაცემებით, მაკრონს არჩევენბში მონაწილეთა 23.7%-მა დაუჭირა მხარი, ლე პენს 22%-მა. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.