logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ნაცებმა გაწირეს თავიანთი ერთგული მხარდამჭერი!
- +

24 აპრილი. 2017. 02:31


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

ირაკლი ჩხვირკია ბათუმის ამბებზე დააკავეს, ნაცებმა გაწირეს თავიანთი ერთგული მხარდამჭერი, ასე მთავრდება ვირთხების რბოლა!" - წერს ჯღარკავა.

 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. ასევე დაკავებულია „თავსუფალი ზონის" აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია. საქმე ეხება 11 მარტს ბათუმში მომხდარ გადატრიალების მცდელობას და საქმე აღძრულია სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner