logo_geo
eng_logo
პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს
- +

24 აპრილი. 2017. 02:50



პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის კედლები დაანგრიეს. ამის შესახებ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა ელდარ ჭიჭიაშვილმა აცნობა.


„სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებლობა აღდგომამდე ორი დღით ადრე დაიწყეს. კედლები თითქმის ერთი მეტრის სიმაღლეზე იყო ამოყვანილი. მაგრამ როდესაც აღდგომა დღეს ადგილზე მივიდა ქალბატონი, რომელიც ეკლესიას აშენებს, კედლები მიწასთან გასწორებული დახვდა. მშენებარე ეკლესიის დანგრევის შესახებ ჩვენ პოლიციიდან გვაცნობეს.

 

ვის აძლევს ხელს პანკისის ხეობაში, ქრისტიანული ტაძრის ხელყოფა? რა საფრთხეს გეგმავენ ამ ვანდალური დარბევის ავტორები და მათი წამქეზებლები, ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ.

 

პანკისის ხეობის სოფელი ჯოყოლო, რომელიც დღეს ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული, ცნობილია სხვადასხვა ეპოქების ქრისტიანული ტაძრებითა და სხვა მნიშვნელოვანი ძეგლებით", - განაცხადა ელდარ ჭიჭიაშვილმა.


პანკისის სათემო რადიო WAY-ს ინფორმაციით, ბალთაგორის კოშკის ქვემოთ, შუა საუკუნეების ნამოსახლარზე, ეკლესიის ნანგრევებზე მცირე ზომის ეკლესიას სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ელიზბარ ცისკარიშვილის ოჯახი აშენებდა. ეკლესიის მშენებლობაში ელიზბარ ცისკარიშვილის მეუღლეს, სიძე, ქალიშვილის ქმარი, ბიზნესმენი გია გვიჩია ეხმარება. რუსული მედიის მონაცემებით, გია გვიჩია 65 მილიონი დოლარის მფლობელია.


ეკლესიის მშენებლობა არ ყოფილა შეთანხმებული არც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.


მშენებარე ეკლესიის დანგრევის საქმეს ახმეტის პოლიციის სამმართველოს დუისის განყოფილება სწავლობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2592 მუხლის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner