logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ლაშა ბუღაძემ მეორედ მოკლა „თვითმფრინავის ბიჭები"!
- +

24 აპრილი. 2017. 03:07


 

„დღეს გახლდით, „რუსთაველში" ფილმ ,,მძევლების'' პრემიერაზე, რომელიც ეხება თვითმფრინავის ბიჭებს. ძალზედ იმედგაცრუებული ვარ. ეს არც დოკუმენტური და არც მხატვრული ფილმია. არავითარი შეგრძნება და სრული სიცარიელე - აი ეს გრძნობა დაგრჩებათ, როცა ფილმს ნახავთ", - ამის შესახებ „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში წერს.


„მსახიობებმა დაკისრებულ დავალებებს თავი შესანიშნავად გაართვეს. მაგრამ, წარუმატებლობის მიზეზი ფილმის სცენარი გახლავთ. ლაშა ბუღაძემ ფაქტობრივად მეორედ მოკლა „თვითმფრინავის ბიჭები", რადგან, დედა აზრი ამ ფილმისა გახლავთ ის, რომ მათ ყველაფერი ჰქონდათ და ეს არ უნდა გაეკეთებინათ. აქცენტები არ გაკეთდა მაშინდელ ეპოქაზე, მღვდლის უკანონოდ დახვრეტაზე, უფრო მეტიც, სასულიერო პირი გამოყვანილია არც თუ ისე დადებით პერსონაჟად. არაფერია ნათქვამი ივერიელების მამის დაკითხვაზე, როცა გამოძიებამ მას ორიდან ერთი შვილის არჩევა შესთავაზა, დახვრეტისგან გადასრჩენად, თვითმფრინავის უაზრო შტურმზე, შევარდნაძის როლზე და ა.შ.

 

ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა, როცა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობას" ამჯობინა ლაშა ბუღაძის სცენარი, რომელმაც მოკლა კიდეც ეს ფილმი.

 

ძალიან ვწუხვარ, რომ მსახიობების კარგად შესრულებული როლების მიუხედავად, ეს ფილმი ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მაყურებელშიც", - წერს მჟავანაძე.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner