logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: ადამიანის „გამოყენება“ და მერე მისი მიგდება „ნაციონალებმა“ უკვე ხელოვნების დონეზე აიყვანეს!
- +

24 აპრილი. 2017. 03:08


 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ადამიანის „გამოყენება" და მერე მისი მიგდება „ნაციონალებმა" უკვე ხელოვნების დონეზე აიყვანეს, ესე იყო მათი დასაბამიდან, ესე იყო 2008 წლის აგვისტოში, ესე იყო მათი პოლიტიკური დასამარების შემდეგ და ესეა ეხლა იმ საწყალი ბიჭის ვინმე ჩხვირკიას შემთხვევაშიც, ნამდვილად არ მეღლიცინება ამ დევნილი ბიჭის ბედზე და არა მარტო იმიტომ, რომ ის ციხეში მოხვდება არამედ იმიტომ მებრალება რომ მთელი მისი შეგნებული ცხოვრება სიყალბისა და ბოროტების მსახურებაში გაუტარებია ამას ყველაზე უკეთ თვითონ აღიქვავს ფიზიკურადაც და სულიერადაც თავისთავთან მარტო დარჩენილი ციხის კედლებში", - წერს თოფურია.

 

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე დააკავეს. ასევე დაკავებულია „თავსუფალი ზონის" აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია. საქმე ეხება 11 მარტს ბათუმში მომხდარ გადატრიალების მცდელობას და საქმე აღძრულია სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მასობრივი არეულობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, ცეცხლის წაკიდება, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება ანდა ხელისუფლების წარმომადგენლისადმი შეიარაღებული წინააღმდეგობა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner