logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი - 23,75%, მარინ ლე პენი - 21,53% - საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მონაცემები
- +

24 აპრილი. 2017. 11:25




საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, „ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,53%.


ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ერთმანეთს 7 მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.


რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, საბოლოო შედეგები ასეთია: ფრანსუა ფიიონი - 19,91%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 19,64%, ბენუა ამონი - 6,35 %, ნიკოლა დიუპონ-ენიანი - 4,75%, ჟან ლასალი - 1,22 %, ფილიპ პუტუ - 1,10 %, ფრანსუა ასელინო - 0,92 %, ნატალი არტო - 0,65 %, ჟაკ შემინადი - 0,18 %.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner