logo_geo
eng_logo
უაქციზო თამბაქოს ნაწარმის საბაჟოზე გადატანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
- +

24 აპრილი. 2017. 11:27



საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უპრეცენდენტო რაოდენობის აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის, საბაჟო კონტროლისგან მალულად საზღვარზე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.


გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტი, სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდეს 25 989 კოლოფი უაქციზო სიგარეტი Master"-. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები საზღვრის კვეთის დროს დააკავა, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214- მუხლის მე-2 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის " ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner