logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს
- +

24 აპრილი. 2017. 12:04



„საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს", - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟანგთან (Tao Zhang) შეხვედრის შემდეგ.


შეხვედრაზე სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული 4-პუნქტიანი გეგმის საფუძველზე. აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდი მხარს უჭერს აღნიშულ რეფორმებს და მზადაა, გააძლიეროს ქვეყნის მხარდაჭერა მისი იმპლემენტაციის კუთხით.


სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან შეხვედრა აშშ-ში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა.


ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, აგრეთვე შეხვდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner