logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
- +

2 აპრილი. 2016. 15:26


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს, საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს. 


შეხვედრისას ასევე საუბარი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობისა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხების შესახებ.


შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება ვარშავის სამიტისათვის მზადებას დაეთმო.


როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის საკითხი ვარშავის სამიტის დღის წესრიგშია შეტანილი და იმედოვნებს, რომ სამიტი შეიტანს გარკვეულ პროგრესს NATO-საქართველოს ურთიერთობებში.


შეხვედრისას საუბარი შეეხო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს და მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში რეფორმების მიმდინარეობისას მიღწეული პროგრესის ფონზე საქართველოს მოქალაქეებს უახლოეს მომავალში შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცემათ.


საქართველოს პრეზიდენტის მოპატიჟებაზე პოლონეთის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, ის ჩამოვა საქართველოში, თუმცა იმედოვნებს, რომ თბლისში ჩამოსვლამდე იგი საქართველოს პრეზიდენტს ვარშავაში, NATO-სამიტზე იხილავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner